1.კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მართვადი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა გარემოს დაცვის , მოვლა - პატრონობისა და აღდგენის , აგრეთვე მანიპულაციური სა მეცნიერო კვლევის , ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .
2.ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ; ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; გ ) ეკოტურიზმი ; დ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ; ე) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ვ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; ზ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; თ ) ბუნების მართვადი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ; ი ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ; კ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .
3.ბუნების მართვადი დაცვის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით . საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
