კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 13. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების , არამანიპულაციური სა მეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .

2.ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა ; ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ვ ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ; ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ; თ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .

3.ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით . საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების , არამანიპულაციური სა მეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის . 2. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა ; ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ვ ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ; ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ; თ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში . 3. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით . საქართველოს 2011 წლის  13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2020 წლის 13  ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 20 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 20 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20322916141512675196613
მითითებამნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…ერუშეთის დაცული ტერიტო…ცხოველთა სამყაროს შესა…რაჭის დაცული ტერიტორიე…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა