Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაჭის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.

3.რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

4.რაჭის ეროვნულ პარკში დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო აღნიშნული დაცული ტერიტორიების კატეგორიების მართვა − საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ. [მუხლი 6 1 . ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტს მართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.ამბროლაურის  დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად.

4.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს  ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის საბჭო (შემდგომ − საბჭო), რომელსაც ქმნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.საბჭოს შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საბჭოს წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.საბჭოს შემადგენლობაში შედიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვრცელდება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

7.სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და მისი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაკვირვების/მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ჩატარების ორგანიზება, მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის (ბიომრავალფეროვნება, დაცვა, მონიტორინგი, დაფინანსება და სხვა საკითხები) შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკის, ზღუდის, თავშესაფრისა და გზამკვლევის მოწყობა და სხვა) განხორციელების ორგანიზება; ზ) ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 მარ. 2026
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეროვნული პარკების ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №1

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-03-06
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239მუხლი 4⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6²რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 3რაჭის დაცული ტერიტორიები

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 7ერუშეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

  • 4მაჭახელას ეროვნული პარკის მართვა
  • 3მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 14კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4კვერეთის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14239435675544⁵6²346
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…რაჭის დაცული ტერიტორიე…ერუშეთის დაცული ტერიტო…მაჭახელას დაცული ლანდშ…გურიის ეროვნული პარკის…მაჭახელას ეროვნული პარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026