კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2.ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა.

3.ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4.ქობულეთის აღკვეთილში და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა სამართლებრივ ნორმებთან.

5.კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის (ტერიტორიების) შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. 2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა. 3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. ქობულეთის აღკვეთილში და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა სამართლებრივ ნორმებთან. 5. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის (ტერიტორიების) შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 15 ივლ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 სექ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2003

    38-ე მუხლის მე-3 პუნქტში დაჭერის რეგულირება ეხება „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობებს; ამასთან ნაკრძალის დასახელება გრამატიკულად შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
561011193641392012192527638
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…საქართველოს „წითელი ნუ…ერუშეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა