ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 27. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა , რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) .

2.გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში , კანონმდებლობით დადგენილი წესით .

3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით ( ლიცენზიით ) .

4.ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე , რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ ( იმყოფებიან ) ცხოველთა სამყაროს ობიექტები .

5.ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენს “ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ ” დებულება , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ( მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ ” .

6.ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები , ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრება “ ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების , ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ ” დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა , რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) . 2. გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში , კანონმდებლობით დადგენილი წესით . 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით ( ლიცენზიით ) . 4. ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე , რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ ( იმყოფებიან ) ცხოველთა სამყაროს ობიექტები . 5. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენს “ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ ” დებულება , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ( მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ ” . 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები , ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრება “ ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების , ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ ” დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2210113841220462130312546393327
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…ბუნებრივი რესურსებით ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა