Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 12

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2⁴2⁵2⁶2⁷3456

1.დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით.

2.სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 2 1 −2 5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2¹.ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2².ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 ​ 3 .​ ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონაში, ვიზიტორთა ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობის მიზნით, ამავე მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშნულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.

2⁴.დაცულ ტერიტორი ა ზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

2⁵.ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2⁶.საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონასა და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემა: ა) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია; გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მიწისქვეშა მინერალური წყლების, ნახშირჟანგის შესასწავლად/მოსაპოვებლად ან/და ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; ე)  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად; ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ზ) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად.

2⁷.ტერიტორიას სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ექვემდებარება ერთჯერად კომპენსირებას, გარდა ამ მუხლის 2 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ ობიექტებსა და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების სხვა ფორმებიც.

4.მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-ანთროპოგენულ და ანთროპოგენულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა. ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრების ფორმები განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ისინი ჩამოყალიბდა. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1357 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4736 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6901-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1103 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2021
  2. 28 ივლ. 2020
  3. 25 თებ. 2016
  4. 9 ოქტ. 2013

    პირველ პუნქტში გამონაკლისთა მითითება გაფართოვდა 2⁵ პუნქტამდე, ხოლო ახალი 2⁵ პუნქტი უშვებს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებას დასახელებულ ზონებსა და ტერიტორიებზე.

  5. 6 ივლ. 2011

    მე-2 პუნქტში სახელმწიფო საკუთრება და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა გავრცელდა ბუნებრივ რესურსებზე, გამონაკლისები გადაკეთდა და ამოღებულია მომთაბარე გარეული ცხოველების წინადადება; დაემატა 2²–2⁴ პუნქტები იჯარის, აღნაგობისა და ტურისტული ობიექტების გადაცემის შესახებ.

  6. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

    მე-2 პუნქტის აკრძალვას სარგებლობაში გადაცემაზე დაემატა ახალი გამონაკლისი — 2¹ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები. ახალი 2¹ პუნქტი ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემას უშვებს მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცული სახეობების სამართალისერვისის გვერდი
  • ეროვნული პარკების ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №23

  • 6 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2021
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 32სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 19საკუთრების უფლება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 5ტყეზე საკუთრების უფლება

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

  • 2პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 8წყლის რესურსებზე საკუთრების უფლება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 24ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვა და მათი მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში
  • 19ცხოველთა სამყაროს დაცვა დაცულ ტერიტორიებზე

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 22ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების ტერიტორიაზე

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 36ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33221920181949241936225812
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…კულტურული მემკვიდრეობი…ფიზიკური და კერძო სამა…საქართველოს კონსტიტუცი…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026