1.ამ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).
2.ამ კანონის მე-13 – 18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების რეჟიმი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე.
3.კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია, ჩაბარება, საზღვრების გამიჯვნა და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაცია, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობა წარმოებს ამ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი წესით.
4.ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დადგენილი წესით შექმნამდე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებს იბარებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.
5.კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2407 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.231
თავი XII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).2. ამ კანონის მე-13 – 18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების რეჟიმი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე.3 . კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია, ჩაბარება, საზღვრების გამიჯვნა და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაცია, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობა წარმოებს ამ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი წესით.4 . ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დადგენილი წესით შექმნამდე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებს იბარებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.5 . კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2407 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.231თავი XII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №15 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 21 სექ. 1999ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
46-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლითაც მე-13–18 მუხლებით დადგენილი ზონების რეჟიმი არ ვრცელდება პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე; შედეგად ყოფილი მე-3 და მე-4 პუნქტები გადანომრილია მე-4 და მე-5 პუნქტებად.
მითითებამნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…ფშავ-ხევსურეთის დაცული…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…ჯავახეთის დაცული ტერიტ…ერუშეთის დაცული ტერიტო…ბუნების ძეგლების შექმნ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა