განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 356720 ლარის ოდენობით , სადაც გათვალისწინებულია მუშა - მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 264145 ლარი , რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს ; ლარი ორგანიზაციული კოდი დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა 2010 წლის ფაქტი 2011 წლის გეგმა 2012 წლის გეგმა მ . შ . კრედიტები და გრანტები 10 00 იუსტიციის დეპარტამენტი 324990 362940 356720 0 ეკ . კლ . მომუშავეთა რიცხოვნობა 25 25 25 0 ხარჯები 323495 360190 354520 0 21 შრომის ანაზღაურება 259262 272580 264145 0 22 საქონელი და მომსახურება 61493 83910 90375 0 25 სუბსიდიები 0 0 0 0 27 სოციალური უზრუნველყოფა 2740 3000 0 0 28 სხვა ხარჯები 0 700 0 0 არაფინანსური აქტივები 1495 2750 2200 0 იუსტიციის დეპარტამენტის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა , საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება , საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება , აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება . იუსტიციის დეპარტამენტი შეიმუშავებს იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს , რომლებიც ეხება იუსტიციის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს . სამართალშემოქმედებითი პროცესის შემდგომი სრულყოფა და აფხაზეთის ნორმატიული ბაზისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა . აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს პერსპექტიულ - მიზნობრივ პროგრამებს , სამინისტროების , უწყებების , დაწესებულებების და ორგანიზაციების არქივების მუშაობის ორგანიზების სრულყოფისთვის განახორციელებს მათ ნორმატიულ და მეთოდურ უზრუნველყოფას .
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
მუხლი 22. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 26 ოქტ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 13 თებ. 2012 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

