სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 18. მოთხოვნაზე უარის თქმა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განცხადების განხილვისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის მოთხოვნაზე.

2.განმცხადებლის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განცხადების განხილვისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის მოთხოვნაზე. 2. განმცხადებლის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
610119141231872971617² (…19171618
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა