სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 16. განცხადების განხილვის ვადა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ქმედების განხორციელებაზე ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის წინაპირობის არსებობისას განცხადების განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით და ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობით, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია ისეთი დოკუმენტის წარმოსადგენად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ვადის გაგრძელების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

3.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ზღუდავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ქმედების განხორციელებაზე ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის წინაპირობის არსებობისას განცხადების განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით და ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობით, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია ისეთი დოკუმენტის წარმოსადგენად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ვადის გაგრძელების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. 3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ზღუდავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე მითითება და დაზუსტებულია, რომ ზიანი მისთვის უნდა იყოს მიყენებული; მე-2 პუნქტით სააგენტოს კომპენსაცია ახლა ერთჯერადი კომპენსაციაა, რომელიც პირველი პუნქტის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად მოითხოვება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18383805920⁶30381178924503716
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სამოქალაქო…პერსონალურ მონაცემთა დ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა