კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 43. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ“ დადგენილების მიღება.

2.სამინისტრომ დაამტკიცოს: ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ; ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.

3.კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ ინსტრუქცია მტკიცდება საქართველოს კულტურის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1332 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3862 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №100 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024

    43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: კულტურული ფასეულობის საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ინსტრუქცია მტკიცდება კულტურის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით; კულტურისა და სპორტის მინისტრის ნაცვლად დასახელებულია კულტურის მინისტრი.

  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    43-ე მუხლის მე-3 პუნქტში ინსტრუქციის დამამტკიცებელი მინისტრის დასახელება შეიცვალა: ახლა ეს არის საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი.

  3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტში სამინისტრო აქტებს „დაამტკიცებს“ და არა „გამოსცემს“, ხოლო მე-3 პუნქტში ინსტრუქციის ერთობლივი ბრძანების თანაავტორად ახლა დასახელებულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

  4. 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აქტების გამცემ და ინსტრუქციის დამამტკიცებელ ორგანოდ დასახელებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მინისტრი).

  5. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტში ინსტრუქციის დამამტკიცებელი მინისტრის დასახელება შეიცვალა: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნაცვლად მითითებულია კულტურისა და სპორტის მინისტრი.

  6. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტში გადაადგილების წესის ინსტრუქცია ეხება საბაჟო საზღვარს და მას ამტკიცებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ერთობლივი ბრძანებით; კანონზე მითითება ამოღებულია.

  7. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    43-ე მუხლის მე-3 პუნქტში ინსტრუქცია ეხება ფასეულობის ეკონომიკურ (და არა საბაჟო) საზღვარზე გადაადგილებას, ხოლო მას ამტკიცებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

  8. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    43-ე მუხლის მე-3 პუნქტში ინსტრუქცია კულტურული ფასეულობის საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ ახლა მტკიცდება და არა გამოიცემა, ხოლო მის დამტკიცებას ახორციელებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო; დაემატა მითითება მუხ. 438-ზე.

  9. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ნებართვა ეხება საქართველოდან გატანას; მე-3 პუნქტით ინსტრუქციას ახლა ამტკიცებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ერთობლივი ბრძანებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43¹2229131752924379293 (და…43
მნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…დებულება კულტურული ფას…მუზეუმების შესახებკულტურის შესახებსაბიბლიოთეკო საქმის შე…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა