მუზეუმების შესახებ

მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს: ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე; გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.

2.არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს: ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება; ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით; გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით; დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს: ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე; გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა. 2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს: ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება; ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით; გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით; დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 28 დეკ. 2024-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შემთანხმებელ ორგანოდ დასახელებულია „სამინისტრო“; „შენობისა“ გრამატიკული შესწორებაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
424343¹1913148242218912 (დ…17
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებკულტურის შესახებკულტურულ ფასეულობათა ს…კულტურული მემკვიდრეობი…საბიბლიოთეკო საქმის შე…საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა