Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 115

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 115. პარტიული სიების წარდგენა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7891011

1.პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.

2.არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3.წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4.(ამოღებულია - 21.07.2018, №3266) .

5.დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

6.პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია.

6¹.პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის №3 დანართით გათვალისწინებული 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად, კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე ოლქისთვის ამ ოლქის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის წევრი მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, საქართველოს პარლამენტის შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ ოლქში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომლის ოლქის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოლქი არის ამ კანონის №3 დანართით განსაზღვრული ოლქი, ხოლო ოლქის ნომერი − იმავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ოლქის ნომერი.

7.შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8.(ამოღებულია - 21.07.2018, №3266) .

9.პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ 1 ) სქესი; გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) თანამდებობა (საქმიანობა); ზ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); თ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;

10.სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) თანამდებობა (საქმიანობა); თ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560) ; ი) საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ; ლ) თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე; მ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

11.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცესკო. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4158 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4171 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. მუხლი 116. (ამოღებულია) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 – ვებგვერდი, 19.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.

წინა მუხლი 114შემდეგი მუხლი 116

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 183

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 129პარტიული სიების წარდგენა
  • 150პარტიული სიის წარდგენა
  • 131საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 45პარტიული სიების წარდგენა
  • 46პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
  • 21პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მ

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 19ამომრჩეველთა სია და ამომრჩევლის ბარათი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 23პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 35—

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 1—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20231912335183129150131454621115
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…