Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 46

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 46. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით , თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს . საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება .

2.პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26- ე დღისა , დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს , რომელიც 3 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25- ე დღისა : ა ) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს , თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ; ბ ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა . პარტიის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა .

3.ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე -20 დღისა . თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს , უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს , რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ( თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის ), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ( განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები , რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა ). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში , რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს , დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა , არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება (არ გატარდებიან) და უსკოს თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ( განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები , რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა ). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა .

4.უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება , ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით ( ამ პუნქტის „ ა “–„ ზ “ ქვეპუნქტები თ გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ( ამ პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებულ შემთხვევაში ), თუ უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები , კერძოდ : ა ) განცხადებ ებ სა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია ; ბ ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი; გ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ; დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არის პირი , რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 23- ე მუხლის მე -3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ; ე ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე ; ვ ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე ; ზ ) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმ ება; თ) დარღვეულია ამ კანონის 5 9 - ე მუხლის პირველი პუნქტით ან / და მე-60 მუხლით დადგენილი მოთხოვნები .

5.პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატ ებ ის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 88 - ე და 89 - ე მუხლებით დადგენილი წესით .

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23მუხლი 60მუხლი 89

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 42პარტიების რეგისტრაცია/
  • 45პარტიული სიების წარდგენა
  • 44მხარდამჭერთა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 130პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
  • 149პარტიების რეგისტრაცია
  • 152პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 24კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 24—
  • 22—
  • 23—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23202424222313014915223608942454446
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026