საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 35

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოლიტიკური პარტიის შექმნის, საქმიანობის და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია, ხოლო როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულმა მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში შეიძლება მიუთითოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მოსაზრება წარუდგინოს. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №85026.09.2016კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 17 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 აპრ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121¹3623452340343813922212912835
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა