Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 146

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 146. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³3

1.პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2.კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

2¹.(ამოღებულია - 15.05.2024, №4171) ..

2².არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე. პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

2³.საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

3.შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1610 – ვებგვერდი, 27.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4171 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. მუხლი 146 1 . რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. მუხლი 146 2 . პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. 2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 2 1 . (ამოღებულია - 15.05.2024, №4171) .. 2 2 . არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე. პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 2 3 . საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1610 – ვებგვერდი, 27.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4171 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. მუხლი 146 1 . რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. მუხლი 146 2 . პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

წინა მუხლი 145შემდეგი მუხლი 146¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საკონს… 23მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 153საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
  • 173მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
  • 166თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 24კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა
  • 34საკრებულოს გამოკლებული წევრის შენაცვლება
  • 20პარტიული სიების წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს
  • 42პარტიების რეგისტრაცია/
  • 45პარტიული სიების წარდგენა

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 20საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 23—

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 28¹მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2434202320232328¹153173166474245146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს დედაქალაქი…