ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №4

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; გ) მოვალეობის სისტემატურად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიან პირად აღიარება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება; ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა იმ დაწესებულებაში, რომლის წარმომადგენელიცაა იგი; თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ი) გარდაცვალება.

2.კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3.კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შემცირდება ნახევარზე მეტად ან ლუწი იქნება, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, 5 დღეში დანიშნოს ახალი წევრი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №686 - ვებგვერდი, 31.12.2019წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1466⁴5028¹43561360301675338
მნიშვნელობით ახლოსეროვნული მარეგულირებელ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა