Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 23

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 23

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678910

1.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

2.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

3.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შემდეგი თანამდევი შედეგების წარმოშობას: ა) შესაბამისი პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას; ბ) შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სათანადო პირისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნის, პოლიტიკური პარტიის წევრობის, პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობის, პოლიტიკურ პარტიაში პარტიული თანამდებობის დაკავების, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის, საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების აკრძალვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გ) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას, თუ მოსარჩელე ითხოვდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეს წევრი დაჰქვემდებარებოდა უფლებამოსილების შეწყვეტას, და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დ) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ე) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

4.ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს: ა) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან; ბ) დანიშნული არჩევნების (რეფერენდუმის) გაუქმებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს; გ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) არდანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს.

4¹.ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს: ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას; ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.

5.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების დაუშვებლობას.

6.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის: ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება; ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება; გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილება; დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, რომლითაც პარლამენტმა ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

7.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ან უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედების კონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას.

8.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

9.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

10.ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1017 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 14 აპრილის ორგანული კანონი №1511 – ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 17 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 28 დეკ. 2022
  3. 27 აპრ. 2022
  4. 10 აგვ. 2018
  5. 12 იან. 2017
  6. 23 სექ. 2013

    23-ე მუხლის მე-7 პუნქტში „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე სასამართლო ადგენს ან უარყოფს 63-ე და 64-ე მუხლებში აღნიშნული პირის ქმედების კონსტიტუციურობას ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას.

  7. 25 მაი. 2011

    23-ე მუხლის პირველ პუნქტში არაკონსტიტუციური აქტის ძალადაკარგულად ცნობის წესი გავრცელდა „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე.

  8. 6 ივლ. 2010
  9. 9 ნოე. 2009

    მე-4 პუნქტში „დ“ ქვეპუნქტით დავის დაკმაყოფილების შედეგები ცალ-ცალკე განისაზღვრა ჩასატარებელი და ჩატარებული არჩევნებისთვის (რეფერენდუმისთვის), ხოლო შედეგების ბათილობა დაკავშირებულია აქტის გადამწყვეტ გავლენასთან.

  10. 16 დეკ. 2004

    23-ე მუხლს დაემატა 8–10 პუნქტები, რომლებიც ადგენს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და 25-ე მუხლის 4¹ პუნქტით განხილულ საქმეებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის მომენტს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 10 ცვლილება · ბოლო 17 ოქტ. 2025
  • ციტირებულია 23 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 25მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 381მოქალაქეთა პოლიტიკ… 21¹მოქალაქეთა პოლიტიკ… 26მუხლი 35მუხლი 43საქართველოს საარჩე… 117საქართველოს საარჩე… 120საქართველოს საარჩე… 120¹საქართველოს საარჩე… 140საქართველოს საარჩე… 141საქართველოს საარჩე… 143საქართველოს საარჩე… 145საქართველოს საარჩე… 146საქართველოს საარჩე… 146²საქართველოს საარჩე… 159²საქართველოს საარჩე… 167საქართველოს საარჩე… 130საქართველოს საარჩე… 132საქართველოს საარჩე… 150საქართველოს საარჩე… 152საქართველოს საარჩე… 155საქართველოს საარჩე… 167საქართველოს საარჩე… 172

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 35
  • 19
  • 31³

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 36
  • 34²
  • 26

საქართველოს კონსტიტუცია

  • 23პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 25ნორმატიული აქტის გაუქმება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 88საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3812621¹1935254843117120120¹14014114314523
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026