Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 3

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 3. არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 3. არჩევნების , რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია: ა) არჩევნებში/რეფერენდუმში/პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება: ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება; ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება; ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება: ბ.ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ; ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს; გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება: გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია; გ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ; გ.გ) საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს დებატების გარეშე ღია კენჭისყრით; დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა: დ.ა) საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა; დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3402 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული  კანონი №3562 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის ორგანული კანონი №3127 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 3არჩევნების , რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 124პასიური საარჩევნო უფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 3არჩევნების

საქართველოს კონსტიტუცია

  • 24საარჩევნო უფლება

რეფერენდუმის შესახებ

  • 2რეფერენდუმის მონაწილეები
  • 1რეფერენდუმი
  • 3სარეფერენდუმო საკითხები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 162არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა
  • 164²ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 3საყოველთაო საარჩევნო უფლება

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 18რეფერენდუმისა და პლებისციტის ენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
162164²324213183212433
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ადგილობრივი წარმომადგე…