აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 3. არჩევნების

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ჩატარების ძირითადი პრინციპები უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია : ა ) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება : ა . ა ) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს , რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “, ამ კანონით დადგენილ პირობებს , გარდა იმ პირებისა , რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება ; ა . ბ ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს , გარდა იმ პირებისა , რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ , „ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონითა და „ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება ; ა . გ ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ; ბ ) თანასწორი საარჩევნო უფლება : ბ . ა ) არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ ; ბ . ბ ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს ; გ ) პირდაპირი საარჩევნო უფლება : გ . ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია ; გ . ბ ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ ; დ ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა : დ . ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით ; დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…2411329312441037353
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა