საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2.დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

3.ზეპირად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე−58-ე მუხლების მოთხოვნები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245 საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1109 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №419 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. 2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 3. ზეპირად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე−58-ე მუხლების მოთხოვნები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245 საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1109 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30  მარტის კანონი №419 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27³58113565533232917¹19¹25¹6151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…ნორმატიული აქტების შეს…კორუფციის წინააღმდეგ ბ…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა