1.საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს , , სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ”, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასახადის გადამხდელისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ითვლება დადასტურებულად.
2.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 პირს, ხოლო დოკუმენტის გაფორმების დღეთა რაოდენობა – 5 სამუშაო დღეს, რომლის პერიოდულობასაც ირჩევს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
3.ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სმფ-ების ჩამოწერის პირდაპირ დადასტურების შემთხვევაში , ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.

