Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 29

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:სამთავრობო ქმედებებიმარეგულირებელი დავებისაგადასახადო დავებილიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულებაკომპენსაცია და შეღავათებივიზაზე უარი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

3.მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

4.მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

5.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

6.სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს.

7.თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

8.ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

9.სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5656 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2623 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №93 · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2022
  3. 31 დეკ. 2019
  4. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
  5. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2005

    29-ე მუხლში შეჩერება უკავშირდება სარჩელის მიღებას და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; შეიცვალა მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ გამონაკლისები (დაემატა „ვ“), ხოლო მე-3 ნაწილი გადმოვიდა და გაფართოვდა მე-4–მე-9 ნაწილებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28¹შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადმინისტრაციული საჩივრები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ბრძანების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 5 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁸⁴მუხლი 21⁹⁴არასამხედრო ალტერნ… 11თავდაცვის კოდექსი 57თავდაცვის კოდექსი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 30¹განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
  • 32სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
  • 30განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 184ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას
  • 177ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება
  • 189ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 116მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობა და საგამონაკლისო წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 418კერძო საჩივრის შეტანის შედეგი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 44ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 135ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 275დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18417718921⁸⁴21⁹⁴30¹32304411418135116576729
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…არასამხედრო ალტერნატიუ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026