საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 139. პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება  ჯარიმით  ანდა თავისუფლების აღკვეთით  ვადით  ხუთ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2.იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   ხუთიდან   შვიდ   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე,  138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, – ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   შვიდიდან   ცხრა   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4.იგივე ქმედება: ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, – ისჯება  თავისუფლების  აღკვეთით  ვადით  ცხრიდან  თხუთმეტ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №216 · ძალაშია 6 აპრ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 30 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
271411381401504166¹173¹⁵139143³347381396139
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…იარაღის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…მოქალაქის საარჩევნო უფ…მოქალაქის საარჩევნო უფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა