1.ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. თავი XXIII დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ





