Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21²⁰

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21²⁰. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

2.საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.

3.სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

4.საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 21 18 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.

5.სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

6.სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2036 - ვებგვერდი , 29.03.2018წ . თავი VII 5 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 29 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 მარ. 2018

    21²⁰ მუხლის მე-4 ნაწილში ამოღებულია კოლეგიური წესის მითითება და დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხარჯი განაწილდა: სასამართლოს ინიციატივით დანიშნული სახელმწიფოს ხარჯზეა, მხარის მოთხოვნით დანიშნული — ამ მხარის ხარჯზე.

  2. 20 ივნ. 2017

    21²⁰ მუხლის პირველ ნაწილში საჩივრის უფლების მქონე სუბიექტებში სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ნაცვლად დასახელდა პენიტენციური დაწესებულება, ხოლო ზმნა „გაასაჩივროს“ და სააპელაციო სასამართლოს მითითება წინადადების ბოლოშია.

  3. 4 აგვ. 2010

    21²⁰ მუხლის პირველ ნაწილში გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტთა წრე გაფართოვდა: დაემატა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და მსჯავრდებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21²შემდეგი მუხლი 21²¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 მარ. 2018
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21¹⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21⁵⁶პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4
  • 2

პენიტენციური კოდექსი

  • 142მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 180პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 78არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის, დაკისრებული მოვალეობის შეცვლის გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁸21¹⁷21⁵⁶182217281²421807814221²⁰
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026