Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებმუხლი 22

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 22. ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:ჯანმრთელობის მონაცემებიპაციენტის უფლებებიტელემედიცინამედიკამენტების რეგულირებამკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:13456789

1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილი წესით. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

3.თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.

4.თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილი წესით.

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ფსიქიატრიული მკურნალობა ტარდება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

6.ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ თვეში ერთხელ შეაფასოს, არის თუ არა ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 7 1 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუუნარო პირი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი სტაციონარში თავსდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 3 3 ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მითითებული ვადით, რომლის ათვლა მისი სტაციონარში მოთავსების მომენტიდან იწყება. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვით და რომელშიც დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

8.ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებულია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისთვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.

9.თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებულ პაციენტს აქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მონაწილეობის უნარი, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სასამართლოს. საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5208 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.293 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2269-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.330 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3551-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1783 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3543 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №959 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1340 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 23 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23 დეკ. 2025
  2. 11 ივლ. 2018

    22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეიცვალა იუსტიციის სამინისტროს სისტემის პენიტენციური სამსახურით, რომელიც ახლა დეფინირებულია და ახლა ის არის დასკვნის გამცემი და შეტყობინების ადრესატი.

  3. 20 ივნ. 2017

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტში პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ნაცვლად საექსპერტო დაწესებულებასა და სასამართლოს ახლა დირექტორი მიმართავს, ექსპერტიზისთვის მიმართვა კი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნას ეფუძნება; ბოლო წინადადებაში „რის“ შეიცვალა „რომლის“-ით.

  4. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ ყველგან შეიცვალა „პენიტენციური დაწესებულებით“. გარდა ამისა, „მყოფ“ შეიცვალა „მოთავსებულ“-ით, ხოლო „ჩატარების მიზნით“ და „რომლის“ — „ჩატარებისათვის“-ით და „რის“-ით.

  5. 1 ოქტ. 2014· გამოქვეყნდა 6 აგვ. 2014

    22-ე მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება 22¹ მუხლის წესით და არა მე-18 მუხლის ღონისძიებებით.

  6. 28 დეკ. 2013

    22-ე მუხლის მე-3 პუნქტში გამოჯანმრთელების შესახებ შეტყობინების ადრესატად და მსჯავრდებულის გადაყვანის უზრუნველყოფის ვალდებულ ორგანოდ დასახელებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ხოლო „თაობაზე“ შეიცვალა „შესახებ“-ით.

  7. 4 აგვ. 2010

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის გავლით მიმართვა შეიცვალა: სასჯელაღსრულების დაწესებულება ჯერ უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას მიმართავს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის, ხოლო დასკვნით აუცილებლობის დადასტურებისას ამავე დასკვნის საფუძველზე სასამართლოს მიმართავს არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების გაწევის შესახებ.

  8. 4 იან. 2010· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    პირველ პუნქტში კომისიის სამთვიანი დასკვნის წესი შეიცვალა მე-18 მუხლის ღონისძიებების გავრცელებით 499-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაზე; მე-2 პუნქტი ჩანაცვლდა მსჯავრდებულთა წესით და ტექსტში დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 22¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (მუხლი 112)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში (მუხლი 111)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართლებრივი საკითხები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ორფანული წამლის ცდასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 აპრ. 2026 · №21

  • 8 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 22¹მუხლი 3საქართველოს სისხლი… 191საქართველოს სისხლი… 3საქართველოს სისხლი… 191საქართველოს სისხლი… 3

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 191

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 22¹იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა
  • 15სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

პენიტენციური კოდექსი

  • 142მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება
  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21²⁰არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 44ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4
  • 2

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹³საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁷21²⁰21¹⁸1822¹3151913419134414213922
მითითებამნიშვნელობით ახლოსფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026