პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 68. სტანდარტის შემუშავება და მიღება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

2.სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.

3.სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.

3¹.სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს.

4.სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს.

5.სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

6.(ამოღებულია - 18.07.2024, №4373) .

7.(ამოღებულია - 18.07.2024, №4373) .

8.(ამოღებულია - 18.07.2024, №4373) . საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1418676670139 (და…373936242368
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…,,მეწარმეთა და არასამე…განსაკუთრებული მნიშვნე…ოფიციალური სტატისტიკის…ნარჩენების შეგროვების,…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა