,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.

2.სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გადაწყვეტილების სახეს; ბ) სათაურს; გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს; დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს; ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს; ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადას.

3.სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

4.გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა შეიძლება მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

6.რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება. 2. სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გადაწყვეტილების სახეს; ბ) სათაურს; გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს; დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს; ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს; ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადას. 3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე. 4. გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა შეიძლება მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით. 5. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 6. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
272926181615219 (და…11 (დ…14266514
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…ნარჩენების შეგროვების,…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა