1.ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3.ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
6.გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8.გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში სააგენტოსთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9.დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10.პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ: ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

