Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკერძო დაცვითი საქმიანობის შესახებმუხლი 25

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 25. პასუხისმგებლობის ზომები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა: ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი; გ) 1 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის; დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის; ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

3.ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის.

4.დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6.ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7.ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა: ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი; გ) 1 0002000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის; ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 3. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის. 4. დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2019
  2. 20 დეკ. 2018
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №7

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-12-24
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 14დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 46მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 53პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა
  • 52უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 34ჯარიმა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 76მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 42ჯარიმა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 58¹დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა

კონკურენციის შესახებ

  • 32სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42151458¹46535232232034297625
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…პერსონალურ მონაცემთა დ…მომხმარებლის უფლებების…შრომის უსაფრთხოების შე…პერსონალურ მონაცემთა დ…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025