Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 13⁶

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 13⁶. შემზღუდავი ღონისძიებები

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მომხმარებელთა დაცვასამედიცინო მოწყობილობებისაკვები და სასმელირისკების მართვამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაბრენდის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული რომელიმე პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება ამ პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მასთან დაკავშირებით არსებობს დადასტურებული საფრთხე, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯით.

2.თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ეს ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ეკონომიკური ოპერატორი შეუსაბამობას ამ ვადაში ვერ აღმოფხვრის, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ეს შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი.

3.თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.

4.თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ.

5.პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორია განისაზღვრება რისკის ანალიზზე დაყრდნობით, ზიანის დადგომის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის შეფასების შედეგად, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის საფრთხის შემცველ პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.

6.ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით. მათი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შესასრულებლად დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.

8.პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა, აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების თაობაზე. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია.

9.ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ ამ დადგენილების შესრულება. თუ აღნიშნული დადგენილების შესრულების განმეორებით შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

10.პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორისთვის ამ კოდექსის 13 9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი.

11.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების კონტროლს.

12.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.

13.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, აგრეთვე ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხისა და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით.

14.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

წინა მუხლი 13⁵შემდეგი მუხლი 13⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის სამართლებრივი უზრუნველყოფა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №41

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13¹¹მუხლი 13⁹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁸ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 13²ტერმინთა განმარტება
  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა
  • 11¹გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 8პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 34იძულებითი ღონისძიებები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 66პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის
  • 18¹ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²713²13¹¹13⁹13⁸13⁵6618¹7911¹83413⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…რადიაციული დაცვის, ბირ…სურსათის/ცხოველის საკვ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026