კონკურენციის შესახებ

მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

2.(ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

3.(ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

4.ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე და აღნიშნული სახელმწიფო დახმარების პირობების ცვლილება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.

5.2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და სტრუქტურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე.

6.2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი.

6¹.2014 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

7.ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ.

188).

8.ამ კანონით განსაზღვრული სააგენტოს ის უფლებამოსილებანი, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელია ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება/მიღება, სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცებისთანავე/მიღებისთანავე.

9.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 44 - ვებგვერდი, 04 .0 7 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 8 მაისი. №6148-Iს

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 31 მარ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებული ხელშეკრულებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების გამონაკლისი განისაზღვრება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონით დადგენილი სფეროებით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე ის ამ სფეროებში მიღებულით შემოიფარგლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103826993891213299734
მნიშვნელობით ახლოსსათამაშო ბიზნესის მოსა…წამლისა და ფარმაცევტულ…კონკურენციის შესახებსაბაჟო კონტროლის გვერდ…ტერორიზმთან ბრძოლის შე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა