საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი.

2.ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე.

3.საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1167 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი. 2. ამ კანონის მე-5  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1167 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4997632914123422455¹87
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…თავისუფალი ტურისტული ზ…თავისუფლების ქარტიაინოვაციების შესახებსახელმწიფო შიდა ფინანს…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა