1.კომიტეტის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტის წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭო.
1¹.კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა. კომიტეტის ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.
2.კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
3.(ამოღებულლია - 08.07.2026, №09).
4.კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით.
5.კანდიდატთა დასახელების შემდეგ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
6.კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
7.თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8.თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
9.თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
10.კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის რეგლამენტი №02 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 8 ივლისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 09.07.2026 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის რეგლამენტი №16 - ვებგვერდი, 01.10.2026 წ.

