1.კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რის შესახებაც აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
2.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილი უნდა იქნეს კომიტეტის წევრი, რომელიც არ არის არჩეული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიით ან ამავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით მაჟორიტარ უმაღლესი საბჭოს წევრად. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება წარდგენილ იქნეს კომიტეტის ნებისმიერი წევრი, თუ კომიტეტი სრულად დაკომპლექტებულია ერთი ფრაქციის წარმომადგენლებით ან ამ პუნქტით განსაზღვრული კომიტეტის წევრი უარს აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენაზე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე).
3.თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
4.თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
5.თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.
6.არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
7.თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8.ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რის შესახებაც აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილი უნდა იქნეს კომიტეტის წევრი, რომელიც არ არის არჩეული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიით ან ამავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით მაჟორიტარ უმაღლესი საბჭოს წევრად. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება წარდგენილ იქნეს კომიტეტის ნებისმიერი წევრი, თუ კომიტეტი სრულად დაკომპლექტებულია ერთი ფრაქციის წარმომადგენლებით ან ამ პუნქტით განსაზღვრული კომიტეტის წევრი უარს აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენაზე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე).
3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართებამეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.
6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8. ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საჯარო სამსახურში კონკ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა