Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 21

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 21. კომისიის საქმიანობის მართვა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფენ კომისიის თავმჯდომარე (შემდგომ − თავმჯდომარე) და კომისიის აპარატი. კომისიის აპარატის სტრუქტურა, ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება კომისიის დებულებით ან/და შიდაორგანიზაციული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

2.თავმჯდომარეს კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხვა წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის, მის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან თავმჯდომარის არყოფნისას მის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების კომისიის სხვა წევრისთვის არდაკისრების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

3.კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე არ გადააყენა, თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

4.თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომას და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

5.თავისი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების სრულფასოვნად განსახორციელებლად კომისიას ჰყავს აპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას კომისია განსაზღვრავს დამოუკიდებლად.

6.კომისიის აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზედაც.

7.კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის შრომის პირობები, მათ შორის, ანაზღაურება და სხვა სარგებელი, განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. დაუშვებელია საქართველოს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელება კომისიის წევრსა და კომისიის აპარატზე.

8.კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზების წესი განისაზღვრება კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, კომისიის კომპეტენციისა და მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში.

9.დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

10.აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს, ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების რეგულირებული საწარმოს მიმართ ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე ასეთ საწარმოში. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს, იყოს მისი მომხმარებელი, მაგრამ ამ საწარმოებს არ აქვთ უფლება, შესთავაზონ, ხოლო აპარატის თანამშრომელს − მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 10კომისიის სტრუქტურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 30კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
  • 24კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 49დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3კომისიის მუშაობის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 40კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 35საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 58დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
  • 59დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 37კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 18კომისიის საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1310353024491835859374021
მნიშვნელობით ახლოსყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026