1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.
4.ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2005 წლის 1 დეკემბრის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (გაზეთი „ აჭარა “ № 230, 14.12.2005 წელი).
5.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე ჩაქვი, 2012 წლის 22 აგვისტო № 180-უ.ს.რ.ს.
