1.რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005); ბ) 2004 წლის 14 სექტემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, N15, 17.09.2004); გ) 2017 წლის 23 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №50 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესხებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 26.06.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:
010320000.31.056.016053); დ) 2007 წლის 19 დეკემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №280 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ (გაზეთი „აჭარა“ №170, 20.12.2007); ე) 2016 წლის 28 ნოემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №4 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 09.12.2016); ვ) 2016 წლის 28 ნოემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №5 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 09.12.2016); ზ) 2017 წლის 26 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №22 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 26.04.2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:
010190040.31.056.016047).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.
3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცებამდე ძალაშია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება და სტრუქტურა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები.
4.უმაღლესი საბჭოს ბიურომ, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიხედვით დაამტკიცოს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებამდე ძალაშია ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილება.
5.უმაღლესი საბჭოს ბიურო, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ცნობად იღებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების იმ შემადგენლობას, რომელიც დამტკიცებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ ცნობად მიღებული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს ეგზავნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის ცნობად მიღებამდე ძალაშია ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილება.
6.ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-14 მუხლისა, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 147-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 155-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7.ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
8.ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, ამოქმედდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ამოქმედებისთანავე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ.
9.ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 155-ე მუხლი, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
10.ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 147-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი №49-Iს - ვებგვერდი, 20.12.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჩაქვი, 4 აპრილი 2019 წ. N84-უ.ს.რ.ს.
