1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − ქ. თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო ტყისთვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.(ამოღებულია).
4.ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისთვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი ტყით სპეციალური სარგებლობისთვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისთვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №17, 06.
04 .20 10 წ., მუხ. 98 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №475 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1655 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5965 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6926 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

