1.თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ეროვნული პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება – ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
2.თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5956 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ეროვნული პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება – ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 2. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება. [ 2. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5956 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. მუხლი 3. თბილისის ეროვნული პარკის მართვა 1. თბილისის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თბილისის ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი № 1533 -სსმ I, № 21 , 0 3 .0 8 . 200 9წ., მუხ. 118 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4426-ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 55 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1665 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №12 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
3 ივლ. 2015 – 28 ივლ. 2020ტექსტი უცნობია
… – 13 მაი. 2014ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსთბილისის ეროვნული პარკ…მტირალას ეროვნული პარკ…გურიის ეროვნული პარკის…ქალაქ თბილისის საზღვრე…მაჭახელას ეროვნული პარ…დაცული ტერიტორიების სტ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა