Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებმუხლი 6

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა 3 კატეგორიად.

2.პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს; ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.

3.მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.

4.მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.

5.პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.მეორე და მესამე კატეგორიებისათვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების შემთხვევაში, მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების მოსაჭრელად შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია: ა) დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისაგან; ბ) სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეებისაგან გამოთავისუფლების მიზნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მერქნიანი მცენარეები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების – აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდეგ. ამასთანავე, მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს, რომელიც არ მოიცავს ხილკენკროვან, ბუჩქოვან, დაავადებულ, ზეხმელ, ხმობად, ფაუტ, გადაბერებულ (ამორტიზებულ) და ავარიულ  მცენარეებს, აგრეთვე არაუმეტეს 12 სმ დიამეტრის მქონე შემდეგ სახეობებს: ხემყრალა (აილანთუსი), თუთა, აკაცია, კელრეუტერია, არღავანი, დიადი ბოკვი, გლედიჩია, იასამანი, ამერიკული ნეკერჩხალი; დ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავების მიერ აშენებული კონსტრუქციის უშუალოდ დაზიანების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე) დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრის/გადარგვის საკითხთან დაკავშირებით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით ქ. თბილისის საკრებულომ შეიძლება ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები დაადგინოს.

7.მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს თავის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებს, არ დააზიანოს ისინი და ხელი შეუწყოს მათ ზრდა-განვითარებას. საკომპენსაციო რგვის განხორციელებისას აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა სულ მცირე 2 წელია. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების სულ მცირე ორწლიანი ვადა ამ რგვის განხორციელების მომენტიდან ხელახლა აითვლება. ამასთანავე, მიწის მესაკუთრე/მიწით მოსარგებლე ვალდებულია წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს თავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის, აგრეთვე ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.

8.ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) სათანადო უფლებამოსილებისა და გამოცდილების მქონე პირი (პირები). საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №619 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6926 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1722 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 12 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივნ. 2026
  2. 28 ივლ. 2020
  3. 21 აპრ. 2017
  4. 13 მაი. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №15

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

  • 1
  • 6¹
  • 2¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 151¹ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა
  • 151მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 64თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 3ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 7საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფა და მათი მართვის ამოცანები

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

  • 2თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 5თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის  რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 48 (დანართი 1)მიწის ნაკვეთზე გამწვანების რეგლამენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16¹2¹25151¹1516448 (დ…3276
მნიშვნელობით ახლოსქალაქ თბილისის საზღვრე…საქართველოს ადმინისტრა…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ტყის კოდექ…თბილისის ეროვნული პარკ…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026