სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 13. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, განვითარებისა და საჭიროებების განსაზღვრის შესახებ; ბ) იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე ამ კანონის VI თავის შესაბამისად; გ) იხილავს გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი IV. (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა. იგი უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კანონის VI თავის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. თავი IV. (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    13-ე მუხლში პრეზიდიუმის სათათბირო ორგანოდ და ადმინისტრაციული დავის განმხილველად განსაზღვრა შეიცვალა სამპუნქტიანი ჩამონათვალით: წინადადებები, აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხები.

  2. მე-13 მუხლში პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოდ განისაზღვრა ადმინისტრაციული დავის განხილვის უფლებამოსილებით, ხოლო IV თავის სათაური ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29876922¹19¹20³1957522914413
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საბიუჯეტო …კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა