სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

3¹.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების მითითება, მე-3 პუნქტში პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა შეიცვალა საქმიანობის წესით, ხოლო 3¹ პუნქტით გათვალისწინებულია საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.

  2. მე-8 მუხლში პალატის ხელმძღვანელობა თავმჯდომარეს მიენიჭა, სტრუქტურას თავმჯდომარე განსაზღვრავს, შეიქმნა პრეზიდიუმი და შეიცვალა ორგანიზაციული საკითხების მომწესრიგებელი ნორმები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34366922¹48201425651391448
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს პარლამენტი…პერსონალურ მონაცემთა დ…სახელმწიფო შესყიდვების…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა