საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 144. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი.

2.გენერალური აუდიტორი პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

3.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას და მას განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა.

4.პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. 2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. 3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას და მას განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა. 4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34316696641395748142159145144
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა