მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა საკრებულოების არჩევნების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა საკრებულოების არჩევნების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" და „ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
