მუხლი 17. საარჩევნო კომისიები
1. საკრებულოების არჩევნების საარჩევნო კომისიების სისტემა, მათი ორგანიზაცია , უფლებამოსილება და მუშაობის საჯაროობა განისაზღვრება „ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ „ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა პარტიული სიების რეგისტრაციისა და არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენისა. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას პარტიული სიების რეგისტრაციას ახდენს და არჩევნების საბოლოო შედეგებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18
