მუხლი 39. ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის, რეგისტრაციისა და სიების შედგენის წესი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში ამ კანონით განსაზღვრული ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის, რეგისტრაციისა და სიების შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა. თავი XI დასკვნითი დებულებანი
