Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 152

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 152. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიასა და საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

3.თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონითდადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4.საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.

5.საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებულია მისი საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); გ) კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; დ) ამ კანონით გათვალისწინებული კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6.პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) თუ ამ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი; გ) თუ პარტიულ სიაშიშეყვანილი კანდიდატი ან საარჩევნოსუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ე) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ პარტიულ სიაში შეყვანაზე; ვ) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წერილობითი თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე/საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე; ზ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე; თ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა; ი) თუ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდა; კ) თუ არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები; ლ) თუ დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა; მ) თუ დარღვეულია ამ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნები; ნ) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს.

წინა მუხლი 151შემდეგი მუხლი 153

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საკონს… 23მუხლი 23მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 149პარტიების რეგისტრაცია
  • 151მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა
  • 150პარტიული სიის წარდგენა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 33საკრებულოში არჩეულ წევრთა რეგისტრაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 46პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
  • 45პარტიული სიების წარდგენა
  • 42პარტიების რეგისტრაცია/

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 22—
  • 23—

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 25მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232033222323252352149151150464542152
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026