1.საკრებულოების არჩევნები საყოველთაოა. არჩევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საკრებულოების არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი მაინც, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.
2.საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის ან ქალაქის საკრებულოსი.
3.არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს: ა) მოქალაქე, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო; ბ) მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში; გ) არჩევნების დღისათვის საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
4.საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ მხოლოდ რაიონის, ქალაქების – თბილისის, ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოების არჩევნებში, შესაბამისი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკრებულოების არჩევნები საყოველთაოა. არჩევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საკრებულოების არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი მაინც, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის ან ქალაქის საკრებულოსი.3. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს:ა) მოქალაქე, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო;ბ) მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში;გ) არჩევნების დღისათვის საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ მხოლოდ რაიონის, ქალაქების – თბილისის, ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოების არჩევნებში, შესაბამისი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 26 ოქტ. 1998ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს რესპუბლიკი…